ხელშეკრულებების მართვა ერთ სივრცეში
კონტრაქტები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა PDF დოკუმენტები ერთ workspace-ში ინახება. მათი მოძებნა, გახსნა, ვერსიების კონტროლი და ხელმოწერის პროცესთან დაკავშირება შესაძლებელია ერთ ადგილას.
დოკუმენტების მართვის სისტემა კომპანიებისთვის
ქაღალდის დოკუმენტი შეგიძლია Scanner-ით PDF-ად გადააქციო, ხოლო უკვე ციფრული დოკუმენტები პირდაპირ ატვირთო. Kontroli აერთიანებს აქტიურ დოკუმენტებს, მათთან დაკავშირებულ ვადებსა და ისტორიულ ვერსიებს.
კონტრაქტის AI ანალიზი
Kontroli AI დოკუმენტიდან ეძებს მნიშვნელოვან თარიღებს, ვადებს, თანხებს, განახლებებს და ვალდებულებებს. შედეგები გადის დამატებით verifier ეტაპს, ხოლო საეჭვო ინფორმაცია მომხმარებელს გადასამოწმებლად რჩება.
ვადების კონტროლი, კალენდარი და შეხსენებები
დოკუმენტიდან მიღებული ან ხელით შექმნილი ვადები ერთიან კალენდარში ხვდება. Email და Telegram შეხსენებები ეხმარება მომხმარებელს, რომ კონტრაქტის განახლება, გადახდა ან სხვა მნიშვნელოვანი თარიღი არ გამორჩეს.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის კონტრაქტების მართვის პროგრამა?
კონტრაქტების მართვის პროგრამა აერთიანებს ხელშეკრულებების შენახვას, სტატუსებს, ვადებს, ვალდებულებებს, ხელმოწერებსა და ისტორიას ერთ სისტემაში. Kontroli ამ პროცესს workspace-ებში აწყობს და ბიზნეს დოკუმენტებს შესაბამის მოქმედებებს უკავშირებს.
რით განსხვავდება დოკუმენტების მართვის სისტემა ჩვეულებრივი cloud folder-ისგან?
ჩვეულებრივი cloud folder ძირითადად ფაილს ინახავს. Kontroli დოკუმენტს უკავშირებს ვადებს, AI ანალიზს, შეხსენებებს, ელექტრონულ ხელმოწერას, audit evidence-სა და სამუშაო პროცესს.
შეიძლება დოკუმენტის სკანირება და ხელმოწერა იმავე სისტემაში?
კი. ქაღალდის დოკუმენტი შეგიძლია Scanner-ით PDF-ად გადააქციო, შეინახო Kontroli-ში და შემდეგ Standard E-Sign-ით ხელმოსაწერად გაგზავნო.
გააგრძელე დოკუმენტის სრული ციკლი Kontroli-ში
კონტრაქტის AI ანალიზი
მოძებნე მნიშვნელოვანი ვადები, თანხები და ვალდებულებები დოკუმენტში.
ვრცლად →ხელშეკრულების ვადის კონტროლი და შეხსენებები
დაგეგმე ვადები და მიიღე შეხსენებები მნიშვნელოვანი თარიღების წინ.
ვრცლად →ელექტრონული ხელმოწერა კომპანიებისთვის
გაუგზავნე PDF მეორე მხარეს დაცულ ონლაინ ხელმოწერის flow-ში.
ვრცლად →