მნიშვნელოვანი თარიღებისა და ვადების ამოცნობა
AI ანალიზი დოკუმენტში ეძებს კონკრეტულ თარიღებს, გადახდის ვადებს, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს, განახლებას, შეტყობინების ვადებს და სხვა დროით ვალდებულებებს.
თანხები, ვალდებულებები და განმეორებადი პირობები
Kontroli ცდილობს გამოყოს თანხები, გადახდის ვალდებულებები, პერიოდული მოქმედებები და სხვა კონტრაქტული პირობები, რათა მომხმარებელს დოკუმენტის ხელით რამდენჯერმე გადაკითხვა ნაკლებად დასჭირდეს.
დამატებითი AI verifier ეტაპი
პირველადი ანალიზის შემდეგ შედეგი გადის დამოუკიდებელ verifier ეტაპს. წინააღმდეგობრივი ან არასაკმარისად სანდო ინფორმაცია არ უნდა გადაიქცეს უხილავად საბოლოო ფაქტად და საჭიროების შემთხვევაში გადასამოწმებლად ინიშნება.
AI შედეგიდან კალენდრამდე
დადასტურებული ვადები შეგიძლია გადაიტანო Kontroli-ის კალენდარში და შეხსენებებში, რათა კონტრაქტის მნიშვნელოვანი თარიღები ცალკე Excel-ში ან ჩანაწერებში აღარ აკონტროლო.
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება AI-ს კონტრაქტის სრულად ნდობა?
არა. Kontroli AI არის დამხმარე ინსტრუმენტი და არა იურიდიული დასკვნა. შედეგები გადის verifier ეტაპს, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ მომხმარებელმა დოკუმენტი და ამოღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს.
რა ინფორმაციას ეძებს კონტრაქტის AI ანალიზი?
ძირითადად თარიღებს, ვადებს, თანხებს, განახლებებს, პერიოდულ ვალდებულებებს და სხვა მნიშვნელოვან პირობებს, რომლებიც შემდგომ კონტროლს ან შეხსენებას საჭიროებს.
AI ანალიზი ავტომატურად ქმნის ვადებს?
AI შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვადების შესაქმნელად, მაგრამ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს და დაადასტუროს ინფორმაცია, სანამ ის სამუშაო პროცესის ნაწილად იქცევა.
გააგრძელე დოკუმენტის სრული ციკლი Kontroli-ში
ვადების კონტროლი და შეხსენებები
AI-ით ნაპოვნი თარიღები გადაიტანე კალენდარში და დაგეგმე შეხსენებები.
ვრცლად →კონტრაქტების და დოკუმენტების მართვა
შეინახე დოკუმენტები, ისტორია და მათთან დაკავშირებული მოქმედებები ერთ სივრცეში.
ვრცლად →დოკუმენტის სკანირება ტელეფონით
ქაღალდის კონტრაქტი ჯერ PDF-ად გადააქციე და შემდეგ AI ანალიზში გამოიყენე.
ვრცლად →