როგორ მუშაობს დოკუმენტის სკანირება ტელეფონით
ოფისის სკანერი არ გჭირდება. ტელეფონის კამერა საკმარისია ქაღალდის დოკუმენტის PDF-ად გადასაყვანად.
გადაუღე დოკუმენტს ფოტო
გახსენი კამერა პირდაპირ Scanner-იდან ან აირჩიე უკვე გადაღებული JPG, PNG ან WebP ფოტოები.
დაალაგე PDF-ის გვერდები
რამდენიმე ფოტო ერთ PDF-ში გააერთიანე, შეცვალე რიგი, დაატრიალე ან წაშალე ზედმეტი გვერდი.
აირჩიე სკანის რეჟიმი
შეინარჩუნე ფერი ან გამოიყენე Grayscale / Black & White რეჟიმი დოკუმენტის ტიპის მიხედვით.
ჩამოტვირთე PDF უფასოდ
PDF იქმნება შენს მოწყობილობაზე და ჩამოიტვირთება რეგისტრაციის გარეშე.
ფოტო სკანერი: ფოტოს PDF-ად გადაქცევა და რამდენიმე ფოტოს ერთ PDF-ში გაერთიანება
ფოტო PDF-ად ტელეფონიდან
გადაღებული განცხადება, ხელშეკრულება, ქვითარი ან სხვა დოკუმენტი გადაიყვანე PDF ფორმატში დამატებითი პროგრამის დაყენების გარეშე.
მრავალგვერდიანი დოკუმენტის სკანერი
რამდენიმე ფურცლის ფოტო ერთ ფაილად შეაერთე, რათა ელფოსტით ან მესენჯერით ერთი მოწესრიგებული PDF გააგზავნო.
დოკუმენტის სკანირება უსაფრთხოდ
უფასო ინსტრუმენტის ძირითადი დამუშავება ბრაუზერში ხდება. ფოტო PDF-ის შესაქმნელად Kontroli-ის ანგარიშში ატვირთვა საჭირო არ არის.
გჭირდება Auto Crop, გასწორება, AI ანალიზი ან ხელმოწერა ონლაინ?
Personal ანგარიში 14 დღის განმავლობაში უფასოდ გაძლევს სრულ Personal ფუნქციებს. შემდეგ ფასი 14.90 ₾ / თვეა.
Smart Scanner
Auto Crop, perspective-ის გასწორება, ჩრდილისა და კონტრასტის გასუფთავება და High Quality დამუშავება.
AI დოკუმენტის ანალიზი
Personal-ში შედის 3 ახალი AI ანალიზი გეგმის პერიოდში, რათა კონტრაქტში ვადები და მნიშვნელოვანი ვალდებულებები სწრაფად იპოვო.
ელექტრონული ხელმოწერა
3 ელექტრონული ხელმოწერის მოთხოვნა გეგმის პერიოდში, დაცული მიმღების flow-ით და ხელმოწერის მტკიცებულებით.
სკანირება ტელეფონით, ფოტო სკანერი და PDF სკანერი
როგორ დავასკანერო დოკუმენტი მობილურით ან ტელეფონით უფასოდ?
გახსენი Kontroli-ის უფასო მობილურით სკანერი, გადაიღე დოკუმენტის გვერდები ან აირჩიე უკვე გადაღებული ფოტოები, დაალაგე მათი რიგი და ჩამოტვირთე ერთი PDF.
როგორ გავაკეთოთ სკანირება ტელეფონით?
გახსენი უფასო სკანერი, გადაიღე ან აირჩიე დოკუმენტის ფოტოები, შეამოწმე გვერდების რიგი და ჩამოტვირთე PDF. დეტალური ინსტრუქცია მოცემულია სკანირების გზამკვლევში.
ფოტო სკანერი რეგისტრაციის გარეშე მუშაობს?
კი. უფასო Scanner-ში ფოტოებიდან Standard ხარისხის PDF-ის შექმნა და ჩამოტვირთვა ანგარიშის შექმნას არ მოითხოვს.
შეიძლება რამდენიმე ფოტოს ერთ PDF-ში გაერთიანება?
კი. შეგიძლია დაამატო რამდენიმე გვერდი, გადაალაგო, დაატრიალო ან წაშალო ისინი და საბოლოოდ ჩამოტვირთო ერთი მრავალგვერდიანი PDF.
იტვირთება ჩემი ფოტოები Kontroli-ის სერვერზე?
უფასო /scan ინსტრუმენტში ფოტოები და PDF-ის შექმნა მიმდინარეობს შენს ბრაუზერში. ისინი Kontroli-ის სერვერზე არ იტვირთება. ანგარიშში შენახვა, AI ანალიზი და ელექტრონული ხელმოწერა ცალკე, ავტორიზებულ ფუნქციებად მუშაობს.
რა განსხვავებაა უფასო Scanner-სა და Personal გეგმას შორის?
უფასო Scanner გაძლევს ფოტოებიდან Standard PDF-ის შექმნას. Personal-ის 14-დღიან უფასო პერიოდში ემატება Auto Crop, პერსპექტივის გასწორება, ჩრდილის/კონტრასტის გასუფთავება, High Quality, Kontroli-ში შენახვა, AI ანალიზი და ელექტრონული ხელმოწერა გეგმის ლიმიტების ფარგლებში.
როგორ გავაგზავნო დასკანერებული PDF ხელმოსაწერად?
შექმენი Personal ან ბიზნეს ანგარიში, შეინახე PDF Kontroli-ში და ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციით მონიშნე ხელმოწერის ადგილი და გაუგზავნე მიმღებს დაცული ბმული.