რომელი ვადები უნდა გამოვიტანოთ კონტრაქტიდან
პირველ რიგში გამოყავი ხელშეკრულების დაწყებისა და დასრულების თარიღები, გადახდის პერიოდები, ავტომატური renewal, შეწყვეტის შეტყობინების ვადა, დოკუმენტის ან ლიცენზიის განახლება და სხვა მოქმედებები, რომელთა დაგვიანებაც ბიზნესს რეალურ პრობლემას უქმნის.
სასარგებლოა თითოეულ ვადას ჰქონდეს არა მხოლოდ თარიღი, არამედ აღწერა: რა უნდა გაკეთდეს, ვინ არის პასუხისმგებელი და რა ხდება თუ მოქმედება დროულად არ შესრულდა.
კალენდარი მარტო საკმარისი არ არის
კალენდარში თარიღის ჩაწერა კარგია, მაგრამ ათეულობით კონტრაქტის შემთხვევაში ჩანაწერები სწრაფად იკარგება. უკეთესია ვადა უშუალოდ დოკუმენტთან იყოს დაკავშირებული და ჰქონდეს წინასწარი შეხსენება.
Kontroli-ში ვადა შეიძლება შეიქმნას ხელით ან AI ანალიზის შემდეგ და შემდეგ reminder workflow-ს დაუკავშირდეს. ეს ამცირებს სხვადასხვა Excel-ის, პირადი კალენდრის და ჩატის პარალელურად გამოყენების საჭიროებას.
ერთჯერადი და განმეორებადი ვალდებულებები
ყველა ვადა ერთჯერადი არ არის. იჯარა, მომსახურების საფასური, სადაზღვევო პოლისი, ტექნიკური მომსახურება ან სხვა შეთანხმება შეიძლება ყოველთვიურად, კვარტალურად ან წლიურად განმეორდეს.
Recurring obligation-ისთვის ყოველ ჯერზე ახალი შეხსენების ხელით შექმნა არასწორი პროცესია. წესის ერთხელ განსაზღვრა უფრო საიმედოა და ადამიანურ შეცდომას ამცირებს.
რამდენიმე კომპანიის ვადების კონტროლი
თუ ერთი გუნდი რამდენიმე კომპანიას მართავს, საერთო კალენდარი შეიძლება ისევ არეულობად იქცეს. ვადა უნდა იცოდეს რომელ კომპანიას, რომელ დოკუმენტს და რომელ პასუხისმგებელ პირს ეკუთვნის.
Portfolio ტიპის არქიტექტურაში კომპანიები ცალკე workspace-ებად რჩება, ამიტომ დოკუმენტები და ვადებიც ერთმანეთში არ ირევა, მიუხედავად იმისა, რომ მენეჯერი მათ ერთი ანგარიშიდან ხედავს.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის კონტრაქტის ვადის კონტროლი?
ეს არის ხელშეკრულებიდან მნიშვნელოვანი თარიღების და ვალდებულებების გამოყოფა, დოკუმენტთან დაკავშირება და წინასწარი შეხსენებების შექმნა.
AI-ს შეუძლია კონტრაქტიდან ვადების პოვნა?
Kontroli AI ეძებს მნიშვნელოვან თარიღებსა და ვალდებულებებს, მაგრამ საბოლოო გამოყენებამდე შედეგი მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს.
შეიძლება განმეორებადი ვალდებულების კონტროლი?
კი. პერიოდული მოქმედებები შეიძლება recurring წესად განისაზღვროს, რათა ყოველ ჯერზე ხელით ახალი ვადის შექმნა არ დაგჭირდეს.
შემდეგი სასარგებლო გვერდები
ხელშეკრულების ვადის კონტროლი
კონტრაქტების კალენდარი, ხელშეკრულების ვადის შეხსენება და recurring ვალდებულებები ერთ workflow-ში.
ვრცლად →AI კონტრაქტის ანალიზი
დოკუმენტიდან თარიღების, თანხებისა და ვალდებულებების ამოღება.
ვრცლად →დოკუმენტების მართვა
როგორ დაუკავშირო ვადები შესაბამის კონტრაქტებსა და workspace-ებს.
ვრცლად →