კლიენტის საქმეს დოკუმენტები და ვადები მიაბი
ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა PDF დოკუმენტები ერთ ადგილას ინახება. მნიშვნელოვანი ვადები დოკუმენტთან რჩება დაკავშირებული, რათა თანამშრომელმა იცოდეს რა უნდა მოხდეს შემდეგ.
დილერებს და თანამშრომლებს მხოლოდ საჭირო წვდომა
გუნდის წევრებს შეგიძლია მისცე მხოლოდ იმ მოქმედებების უფლება, რაც მათ რეალურად სჭირდებათ. ეს ამცირებს საერთო საქაღალდეში შემთხვევითი შეცვლის ან ზედმეტი წვდომის რისკს.
გადახდის, ჩამოსვლის და სხვა ვადების შეხსენება
შექმენი ვადა დოკუმენტიდან ან ხელით და ჩართე შეხსენება. ასე კლიენტის საქმის სტატუსი აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ თანამშრომლის მეხსიერებაზე ან პირად კალენდარზე.
დოკუმენტის ხელმოსაწერად გაგზავნა
PDF დოკუმენტი შეგიძლია გაუგზავნო მეორე მხარეს Kontroli Standard E-Sign პროცესით, ხოლო დასრულებული ფაილი და ხელმოწერის მტკიცებულება იმავე სისტემაში შეინახო.
ხშირად დასმული კითხვები
Kontroli ცვლის ავტომობილების იმპორტის CRM-ს?
არა. Kontroli ორიენტირებულია დოკუმენტებზე, ხელშეკრულებებზე, ვადებზე, წვდომებსა და ხელმოწერებზე და შეიძლება გამოიყენო უკვე არსებულ CRM/ERP პროცესთან ერთად.
შეიძლება სხვადასხვა დილერს სხვადასხვა წვდომა ჰქონდეს?
კი. გუნდის წევრებს როლებისა და უფლებების მიხედვით შეგიძლია შეუზღუდო მოქმედებები. თუ მომავალში საჭიროა კონკრეტულ საქმეზე ან დილერზე უფრო წვრილი იზოლაცია, ეს ცალკე access model-ს მოითხოვს.
შეიძლება რამდენიმე იურიდიული კომპანიის მართვა?
კი. Kontroli Portfolio განკუთვნილია რამდენიმე კომპანიის ერთიანი ადმინისტრირებისთვის, ისე რომ თითო კომპანიის მონაცემები ცალკე დარჩეს.
გააგრძელე დოკუმენტის სრული ციკლი Kontroli-ში
Portfolio ფასის კალკულატორი
თუ რამდენიმე იურიდიულ კომპანიას მართავ, ნახე ზუსტი ფასი.
ვრცლად →დოკუმენტების მართვა
ერთ სივრცეში მოაწესრიგე კონტრაქტები, ინვოისები და სხვა PDF-ები.
ვრცლად →ელექტრონული ხელმოწერა PDF-ზე
გაუგზავნე დოკუმენტი მეორე მხარეს დაცული ონლაინ პროცესით.
ვრცლად →