თითო კლიენტი კომპანია ცალკე
კლიენტების დოკუმენტები ერთმანეთში არ ირევა. თითო კომპანიას აქვს თავისი დოკუმენტები, ვადები და გუნდის წვდომები, ხოლო უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია რამდენიმე კომპანიის მართვა ერთი ანგარიშიდან.
ხელშეკრულების ვადები აღარ იკარგება
ატვირთულ დოკუმენტში Kontroli დაგეხმარება მნიშვნელოვანი თარიღებისა და ვალდებულებების აღმოჩენაში. თანამშრომელი ამოწმებს შედეგს, ინახავს ვადას და რთავს შეხსენებას.
როლები თანამშრომლებისთვის
მფლობელი განსაზღვრავს ვის შეუძლია დოკუმენტის ნახვა, დამატება, რედაქტირება, ვადების მართვა ან გუნდის ადმინისტრირება. ერთ თანამშრომელს რამდენიმე კლიენტ კომპანიაზე შეუძლია ჰქონდეს წვდომა.
ერთი ბილინგი, ცალკე მონაცემები
Portfolio გეგმა გაძლევს რამდენიმე კომპანიის ერთიანი გადახდით მართვის საშუალებას. საერთო ბილინგი არ ნიშნავს საერთო დოკუმენტებს - თითო კომპანიის მონაცემები იზოლირებულია.
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება ერთ თანამშრომელს რამდენიმე კლიენტი კომპანია ჰქონდეს მიბმული?
კი. თანამშრომელს შეიძლება ჰქონდეს წვდომა რამდენიმე კომპანიაზე და თითოეულში განსხვავებული როლი ან უფლება.
ყველა კომპანიის დოკუმენტები ერთ სიაში აირევა?
არა. თითო კომპანია ცალკე სამუშაო სივრცეა და დოკუმენტები კომპანიის მიხედვით იზოლირებულია.
რამდენიმე კომპანიის ფასი როგორ ითვლება?
Portfolio ფასი საფეხურებრივია კომპანიების რაოდენობის მიხედვით. ზუსტი თვიური და წლიური თანხა შეგიძლია ნახო Kontroli-ის ფასების კალკულატორში.
გააგრძელე დოკუმენტის სრული ციკლი Kontroli-ში
Portfolio ფასის კალკულატორი
მიუთითე რამდენ კლიენტ კომპანიას მართავ და ნახე ზუსტი ფასი.
ვრცლად →დოკუმენტების მართვა
ნახე როგორ ინახება და იმართება ბიზნეს დოკუმენტები.
ვრცლად →ვადების კონტროლი
პრაქტიკული გზამკვლევი ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების ვადებზე.
ვრცლად →